saqarTvelos mdinareebi - Sulaveri

ტერიტორიული ერთეულები ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები
სიგრძე 38 კმ
აუზის ფართობი 177 კმ²

 

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 38 კმ. აუზის ფართობი 177 კმ². საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნები – ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,44 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.